ექსკლუზივი

“ეს ოქროს ბიჭი წავიდა…”ჩვენს მიმოწერას ვკითხულობ, თან ცრემლი მახრჩობს

ირაკლი კუპრაძემ ტატო ცეცხლაძის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქში დაწერა:

loading...

“ეს ოქროს ბიჭი წავიდა.
3 წელი ვიცხოვრეთ თსუ-ის სტუდქალაქის ციცქნა ოთახში ერთად, ძმებიც ვიყავით და მშობლებიც ერთმანეთისთვის. სულ იმას ვიხსენებდით, ისე როგორ გავიდა ეს 3 წელი ერთხელაც რომ არ გვიკამათიაო. გამიმართლა ბოლომდე ჩემიან ბათუმელ ტატიკაში.
ხან რომელ აქციაზე მეძებდა და ხან სად. რამდენი გაჭირვება, ყინვა, მშიერი დაძინება და ხითხითი გამოვიარეთ კაცურად და ერთად.
სადაცაა გათენდება და ჩვენს მიმოწერას ვკითხულობ, თან ცრემლი მახრჩობს და თან მეღიმება გადახდენილ ისტორიებზე.
სულ ბოლო მიმოწერაშიც ტრადიციულად, ჩვენებურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს:
,,- ჯეენეთში (სამოთხეში) შევხვდებით!
– აბა, დროებით, ჯეენეთამდე! “”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close